ტაივანელმა ქალმა აღმოაჩინა, რომ მისმა შეყვარებულმა 11 წლის წინ სიკვდილს გადაარჩინა

ტაივანელი წყვილი

ტაივანელმა ქალმა, ლინ ხიოფენმა აღმოაჩინა, რომ მისი შეყვარებული ის ადამიანია, რომელმაც 11 წლის წინ მას სისხლი გადაუსხა და გადაარჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 11 წლის წინ ქალი ავარიაში მოჰყვა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ლინს 5 ლიტრამდე სისხლი სჭირდებოდა. მისდა საბედნიეროდ, ექიმებმა დონორის პოვნა შეძლეს. 

ერთხელაც ლინ ხიოფენმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ ვინ იყო მისი სისხლის დინორი. ასე გაიგო, რომ წლების წინ სიკვდილს მისმა ახლანდელმა პარტნიორმა გადაარჩია. 

„როდესაც ეს გავიგე გაოცებული დავრჩი. კარგია, როდესაც შეგიძლია გადაარჩინო შენი მომავალი ცოლი", - ამბობს ქალი.