შესაძლოა ტემპერატურა - 30 გრადუსით დაეცეს - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება
1769694300
თბილისი-კახეთის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანიდან, ორი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს.