გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს.

„ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, აღმაშენებლის ხეივნის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შანკევანი, გალავანი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ილტოზა, ქსოვრისი, მუხრანი, ოძისი და მიმდებარე სოფლებში“.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.