ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
1769702974
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა, ასევე, დაიკითხნენ მოწმეები. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, რომელმაც განაცხადა რომ სამინისტრო ბურჭულაძისგან ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
„დღეს დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, ესენი იყვნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ერთ შემთხვევაში, ერთ-ერთმა მოწმემ გააჟღერა თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მათთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე არ ანაზღაურებიათ. აღნიშნული პირი მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეში, როგორც თავდაცვის სამინისტროს დაზარალებული წარმომადგენელი. სხვა ორი პირი იყო თავდაცვის შესყიდვების კომისიის წარმომადგენელი, რომლებმაც ისაუბრეს, როგორ ხორციელდებოდა გარკვეული სახის შესყიდვების განხორციელება, მათ რა როლი ჰქონდათ, კონკრეტულად ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ყოველთვის, ყველა მნიშვნელობანი საკითხი შეთანხმებული იყო თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან და ამ საკითხებზეც გადაწყვეტილებას იღებდნენ აღნიშნული პირები," - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.
ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.