გურჯაანში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
1769699453
აშშ-ის მილიონობით მაცხოვრებლისთვის ახლა, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამტარია და მომავალ კვირას სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით, აშშ-ის აღმოსავლეთით, დღიური ტემპერატურის 200-ზე მეტი რეკორდი მოიხსნას, რადგან ცივი ჰაერის ახალი ნაკადის გამო, ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს.
ამ შაბათ-კვირას, ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე 30 გრადუსით დაბლა დაეცეს.
მედია წერს, რომ "ისედაც სასიკვდილო სიცივის გაუარესება საშინელი ამბავია ყველასთვის, ვისაც ელექტროენერგიაზე და თავშესაფარზე წვდომა არ აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანების საფულეზე, რომლებიც სითბოს შესანარჩუნებლად იხდიან".