ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
1756219526
საფრანგეთში, როსპორდენში ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ხანძრის ჩასაქრობად ტბიდან წყლის აღებას ცდილობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, პილოტი, ვერტმფრენში მყოფი ოფიცერი და შემთხვევის თვითმხილველი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში როსპორდენის მერმა მიშელ ლუსუარნმა განაცხადა, რომ, ტბის დაბინძურების რისკის შესამცირებლად, ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგა.
ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
1756219526
ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდას ეძებენ
1756215314