ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

მაშველი ზღვაზე

ქობულეთში, ზღვაში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს და ის წყლიდან უკვე ამოასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ზღვაში, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების ცნობით, თავდაპირველად ზღვაში 2 ახალგაზრდა იყო შესული. ერთმა გამოსვლა მოახერხა, მეორეს კი მაშველები ეძებდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.