ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდას ეძებენ

მაშველები ზღვაში

ქობულეთში, ზღვაში, ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ.

ტიკტოკ ლაივიდან ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად ზღვაში 2 ახალგაზრდა იყო შესული. გოგომ გამოსვლა მოახერხა, თუმცა ბიჭს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.