პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.