ვინ არის ილია სულამანიძის სპორტსმენი რჩეული, რომელსაც ხელი სთხოვა

ილია

24 წლის ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ რჩეულს ხელი სთხოვა. როგორც ირკვევა, ნიშნობა საბერძნეთში, სანტორინიზე შედგა.

„22 აგვისტო დღე, როცა ჩვენი სამწლიანი სიყვარული ახალ დასაწყისად იქცა,“ – წერს თაკო მეგრელიძე.

თაკო მეგრელიძე ასევე სპორტსმენი, მოცურავეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია.

უმშვენიერესი გოგონა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას ეუფლება.

„19 დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, ორივე შვილმა ერთად მომიყვანა სარძლოები გასაცნობად. ძალიან კარგი გოგოები არიან. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ იმდენად ჭკვიანი ბიჭები მყავს, რა თქმა უნდა, მათ არჩევანსაც ვენდობი. როცა მათი არჩევანი ჩემი მოსაწონიც არის, ამას რა სჯობს?! კარგად აღზრდილი და ლამაზი გოგოები არიან. ილიას შეყვარებულიც სპორტსმენი იყო, მოცურავე და რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს“, - ჰყვება ერთ-ერთ ინტერვიუში სულამანიძის დედა.