შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                რუსი პოლიტიკური მოღვაწე, საბჭოთა კავშირის КГБ-ს  ბოლო თავმჯდომარე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, lenta.ru ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 84 წლის ვადიმ ბაკატინი, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) უკანასკნელი თავმჯდომარე მოსკოვში გარდაიცვალა.
1983 წელს ბაკატინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი გახდა, ხოლო 1988 წელს მიხეილ გორბაჩოვმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა. 1991 წელს ბაკატინი იყო ერთ-ერთი კანდიდატი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ბაკატინს მოსკოვში ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.