რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში კრიპტოვალუტის ოპერაციები აეკრძალათ

ბიტკოინი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის „საფულეების“ გამოყენება აეკრძალათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„კრიპტოვალუტაზე აკრძალვა შეეხება ყველა ტიპის საფულეს, ელექტრონული ჩანაწერების და კრიპტოვალუტის შენახვის მომსახურებას თანხის რაოდენობის მიუხედავად“, - წერია ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

კრიპტობირჟებზე ყველა ანგარიში, ასევე, სხვა კრიპტოსერვისები მიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის, ვინც იქ რუსეთის ფედერაციის პასპორტით დარეგისტრირდა.

აქამდე ყველაზე პოპულარული იყო სტეიბლქოინი USDT, სადაც Tether-ის ფასი აშშ-ის დოლარის კურსთან არის მიბმული.