„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება: მივმართავთ შსს-ს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“,- აღნიშნულია განცხადებაში.