ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება

ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება. 

„ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი რეალურად არ იქნება დასრულებული“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე მოუწოდა ევროპას, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.

„ჩვენ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ და სერიოზულად მივუდგეთ და არა როგორც ბლეფს“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.