რუსეთის მიერ გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს -  შარლ მიშელი

sharl misheli

რუსეთის მიერ გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

„გაზპრომის“ ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. [რუსეთის მიერ] გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.