განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის მუშაობა ცრუ საბაბით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა გააკეთა.
„გაზპრომის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ცრუ მიზეზით ისევ ხურავს „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად არასანდოა ის, როგორც მომწოდებელი. ეს ასევე ადასტურებს რუსეთის ცინიზმს, რამდენადაც ამჯობინებს, დაწვას გაზი, იმის ნაცვლად, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს“, – წერს მამერი „ტვიტერში“.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ, არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა.