„ჩემი დათო, მოსაფერებლადაც არ გვყავხარ...“ - ავტობანზე დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
1786908940
რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია.
„ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს.
რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესტონეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის შესახებ ნოტაც გადასცეს.