რუსები მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს განხილვებში, მათ შორის მინისტერიალში - ეუთოს თავმჯდომარე

იგნასიო კასისი

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის მინისტერიალზე დასასწრებად ლუგანოში სერგეი ლავროვის შეუფერხებელ ჩასვლას უზრუნველყოფს.

კასისის თქმით, მან მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად განიხილა რუსული დელეგაციის მონაწილეობის საკითხი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართება.

„რუსები მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს განხილვებში, მათ შორის მინისტერიალში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევძლებთ ლოგისტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მე ვუთხარი მას, რომ შვეიცარიას ეს შეუძლია“, – განაცხადა კასისმა.