სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ვლადიმირ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
„რუსი ხალხი თქვენი წინამძღოლობით ყველანაირ გამოწვევასა და სირთულეს გაბედულად გადალახავს. თქვენ წარმატებას სამართლიანი საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით მიაღწიეთ, რომელსაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს". - ნათქვამია ტელეგრამაში.