როგორ გამოიყურებოდა ილონ მასკი ბავშვობაში - აქამდე უცნობ ფოტოებს მისი მამა ავრცელებს

ილონ მასკი

ცნობილი მილიარდერის, ილონ მასკის მამა, ეროლ მასკი, შვილის აქამდე უცნობ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოები ერთ-ერთ არდადეგებზე, დიდ ბრიტანეთშია გადაღებული.

შვილის ბავშვობაზე 76 წლის ეროლმა  Sunday Mirror-თან ისაუბრა „პირველად მე წავიყვანე ილონი ინგლისში, როდესაც ის ექვსი წლის იყო. მას უყვარდა უიმბლდონზე სიარული. მას ასევე უყვარდა ზაფხულში ხეხილის მინდვრებში სიარული და მარწყვის კრეფა“.

ილონის მამამ ბავშვობაში რამდენიმე წელი ლივერპულში, სიღარიბეში გაატარა. თუმცა, ის საბოლოოდ გახდა მილიონერი, მართავდა საინჟინრო ფირმას სამხრეთ აფრიკაში. 

ილონ მასკის ურთიერთობა მამასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც მან სამხრეთ აფრიკა დატოვა და აშშ-ში სასწავლებლად წავიდა.

მილიარდერმა მამამისი ერთ-ერთ ინტერვიუში ემოციურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მას "ბოროტი" და "საშინელი ადამიანი" უწოდა.

ნახეთ ფოტოები, რომლებსაც ილონ მასკის მამა ავრცელებს: