„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ვატიკანის ერთ-ერთ უდიდეს სასახლეში - Palazzo della Cancelleria-ში, უკრაინის დასახმარებლად, ვერცხლის მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ღონისძიებას საპატიო სტუმრები, საელჩოებისა და ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მონეტის გაყიდვიდან მიღებული თანხები მოხმარდება რომის პაპ ფრანცისკეს ინიციატივებს, რომლებიც ომში დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარებას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მონეტის ღირებულება 50 ევროა.