13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
მედვედევმა კალასს „ქერა ვირთხა“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსებს შენგენის ზონაში შესვლა ვიზის გარეშეც შეუძლიათ, როგორც 1812 ან 1945 წელს.
„ქერა ვირთხა ამბობს, რომ მუშაობს იმაზე, რათა ასობით ათასი ყოფილი რუსი მეომარი შენგენში არ შეუშვას. რა დანაკარგია ჩვენი მებრძოლებისთვის. თუ სურთ, შეუძლიათ, შევიდნენ ვიზის გარეშე, როგორც 1812 ან 1945 წელს“, – დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელში.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს, რათა შენგენის ზონაში ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი არ შეუშვას. კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირთან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა 40 ადამიანამდე შემცირდება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქუჩებში ომის დამნაშავეები და დივერსანტები დადიოდნენ“, – თქვა კალასმა.