პოლონეთში კომუნისტური პარტია არაკონსტიტუციურად ცნეს

არჩევნები პოლონეთში

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კომუნისტური პარტია ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ახლა სასამართლომ სახელმწიფო რეესტრიდან პარტიის ამოღების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც პრაქტიკულად მის ლიკვიდაციას ნიშნავს.

„პოლონეთის ლეგალურ სისტემაში არ არის იმ პარტიის ადგილი, რომელიც ადიდებს კრიმინალებს და მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელ კომუნისტურ რეჟიმებს“, - განაცხადა კონსტიტუციური ტრიბუნალის მოსამართლემ კრისტინა პავლოვიჩმა.