„ადამიანის ბედი იცვლება... ყველაზე ძლიერი დღეა ამ წელში“ - ქეთი ოდიშელის რეკომენდაცია
1766226037
ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, პელეს დღეს დაკრძალავენ. გავრცელებული ინფორმაციით, პელემ სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ სანტოსში მდებარე ვერტიკალური სასაფლაოს მეცხრე სართულზე დაეკრძალათ, საიდანაც მისი ყოფილი გუნდის, „სანტოსის“ სტადიონი ჩანს.
გუშინ პელეს ცხედარი სან პაულოში, „ურბანო კალდეირას“ სტადიონის ცენტრში დაასვენეს, სადაც მის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.
შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.