ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ამერიკელი იურისტი ბენჯამინ ფერენცი, რომელიც ნიურნბერგის პროცესში მონაწილეობდა, 103 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს. ის პროცესის უკანასკნელი ცოცხალი პროკურორი იყო.
ფერენცი აშშ-ის არმიის პროკურორი იყო და ბრალდების მხარეს იმ პროცესზე წარმოადგენდა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულ ნაცისტური გერმანიის სპეციალური ქვედანაყოფების 22 წარმომადგენელს ასამართლებდნენ.
სასამართლომ ყველა ბრალდებული კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო. 14 მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (აქედან მხოლოდ 4 აღსრულდა), კიდევ ორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.