,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
CNBC-სთან ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპთან რთული დიალოგის არსებობა, თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობა დააკნინა.
„ჩვენი საუბრების დეტალებში შესვლას არ ვაპირებ. ათასობით, უფრო სწორად, ძალიან ბევრი ასეთი საუბარი გვქონია“, - ამბობს ის. - „თუ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისია, სხვა საუბრებს უნდა დაესწროთ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს“.
მისი თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან „მთავარ საკითხებზე“, მათ შორის იმაზე, რომ აუცილებელია ირანს არ მიეცეს ისრაელისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა.
„ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს. ხანდახან, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე, გვაქვს ტაქტიკური უთანხმოებები“, - ამბობს ის. - „მათ მოსაგვარებლად გზას ყოველთვის ვპოულობთ და ამას ვაკეთებთ, როგორც დიდი მეგობრები. დილით შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, ნაშუადღევს კი უკვე ერთობლივად ვმოქმედებდეთ. ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას უთანხმოებების მოსაგვარებლად“.
კითხვაზე ტრამპის სიტყვების შესახებ, რომლის მიხედვითაც მან ნეთანიაჰუს უთხრა: „მე რომ არა, ციხეში იქნებოდი“, ნეთანიაჰუ პასუხობს: „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის ძალიან ხმამაღლა საუბრობდა იმ აბსურდულობაზე, რასაც ეს ყალბი სასამართლო პროცესი ჰქვია, რომელსაც ახლა მე გავივლი“.