1733258119
ნენსი პელოსი აზიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. სპიკერს იცავს აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“.
არსებობს ვარაუდი, რომ ნენსი პელოსი მაინც ეწვევა ტაივანს მიუხედავად ჩინეთის ძალიან მძაფრი და ნეგატიური რეაქციისა. ოფიციალური პეკინი ღიად დაემუქრა ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაბამისი შედეგებით იმ შემთხვევაში თუ ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად პელოსის და მის პრესსამსახურს არ დაუდასტურებიათ შედგება თუ არა ვიზიტი ტაივანში.