მცდარია დონალდ ტრამპის მხრიდან რეგიონის არასტაბილურობაში ირანის დადანაშაულება - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აკრიტიკებს და აშშ-ს ირანის საბოტაჟში ადანაშაულებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, მცდარია დონალდ ტრამპის მხრიდან რეგიონის არასტაბილურობაში ირანის დადანაშაულება.

„სამწუხაროდ, წარმოდგენილი იყო ცრუ ნარატივი. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, ბოლო ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაწესებული სანქციებით, სამხედრო და არასამხედრო ზეწოლითა და მუქარით, აფერხებდა ირანელი ერის პროგრესს. ირანის ეკონომიკურ სირთულეებში ნამდვილი დამნაშავე ამერიკა და მისი ჰეგემონიური პოლიტიკაა, რომელიც ჩვენს ხალხს თავს მოახვიეს. ის ფაქტი, რომ აშშ თვალს ხუჭავს ისრაელის მუქარასა და რეგიონში ისრაელის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე, ამავდროულად ცდილობს ირანის საფრთხედ წარმოჩენას, სუფთა ტყუილია. ეს არის განზრახ მცდელობა, დამახინჯდეს რეალობა იმის შესახებ, თუ ვინ არის ნამდვილი აგრესორი”, – განაცხადა აბას არაღჩიმ.