1771789041
მექსიკაში ნარკობარონის მკვლელობის შემდეგ არეულობის 25 მონაწილე დააკავეს
მექსიკის უშიშროების ძალების ინფორმაციის, ნარკობარონ ელ მენჩოს მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით არეულობაში მონაწილე 25 ადამიანი დააკავეს. 11 მათგანს ძალადობრივი აქტების ჩადენას ედავებიან, 14-ს კი მაროდიორობასა და ძარცვაში სდებენ ბრალს.
ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ ვითარების დარეგულირების მიზნით სამართალდამცველებმა გზებზე 250-მდე ბლოკპოსტი აღმართეს.
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, „ელ მენჩო“ მოკლეს. 59 წლის განგსტერი იმ დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა სახელით „ხალისკოს ახალი თაობა“ (CJNG).
ამის შემდეგ, კარტელის წევრებმა საპასუხო ღონისძიებები დაიწყეს, რის შედეგადაც არეულობა დაიწყო. რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის Air Canada-მ, United Airlines-მა და American Airlines-მა, ხალისკოს მიმართულებით ფრენები გააუქმა.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ძალადობაზე რეაგირებისას შტატისა და ფედერალურ ადმინისტრაციებს შორის არსებობს „აბსოლუტური კოორდინაცია“ და მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ „სიმშვიდე და იყვნენ ინფორმირებულნი“. შეინბაუმმა დაამატა, რომ „ქვეყნის უმეტეს ნაწილში საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“.











