,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა, სადაც ყველა პრობლემურ და საკვანძო საკითხს ნათელი მოეფინება.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად ალიანსის წევრად რჩება, თუმცა ორგანიზაციაში სერიოზული რეფორმების გატარებაა საჭირო.
„სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა იგეგმება, სადაც ყველა ამ საკითხს ნათელი მოეფინება. ჩვენ კვლავ ნატოში ვართ, თუმცა ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. პრეზიდენტმა ეს მკაფიოდ დააფიქსირა და ის ძალიან იმედგაცრუებულია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
Marco Rubio:
— Clash Report (@clashreport) June 3, 2026
We are still in NATO, but NATO needs significant changes. pic.twitter.com/RcsALjgtUb