მამის ფულით ამერიკაში წამოწყებული ბიზნესი და არშემდგარი ქორწინება - ვინ არის და რას საქმიანობს დიმიტრი მედვედევის ვაჟი (ფოტო)

ილია მედვედევი

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ერთადერთ ვაჟს, ილია მედვედევს ამერიკის შეერთებული შტატები ვიზას უჩერებს.

ილია მედვედევის შესახებ ინფორმაცია ნაკლებადაა ცნობილი, რადგან ცდილობს, პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები საიდუმლოდ დატოვოს. ილია დაიბადა 1995 წლის 3 აგვისტოს, სანკტ-პეტერბურგში, ილიას დედა სვეტლანა მედვედევაა. 

1999 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 7 წლის ილია მამამ მოსკოვის პრესტიჟულ გიმნაზიაში შეიყვანა, ასევე ადრეული ასაკიდანვე მიიყვანეს სპორტზე. მედვედევ უმცროსს შეუყვარდა უცხო ენები და ზუსტი მეცნიერებები. მოგვიანებით, მან დაიწყო კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა.

ილიას ბავშვობიდან სურდა მსახიობობა და ფილმში მონაწილეობა. მამის დახმარებით, 2007 წელს იუმორისტული მოკლემეტრაჟიანი სერიალის - „ერელაშის“ რამდენიმე სერიაში ითამაშა, თუმცა  2012 წლამდე მედვედევის შვილის ბიოგრაფიის ეს ფაქტი მედიაში არ გავრცელლებულა.

მეგობარ გოგოსთან ერთად  პირველად  ჟურნალისტებმა ილიას ფოტო  2015 წელს, პარკში გადაუღეს. შეხვედრისას წყვილს დაცვაც ახლდა.

2019 წლის შემოდგომაზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას ჰყავდა შეყვარებული, იანა გრიგორიანი. ის უბრალო ოჯახიდანაა და არ ჰყავს გავლენიანი მშობლები. სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ მალე ილია და იანა დაქორწინდებოდნენ, მაგრამ მათი ქორწილი არ შედგა. 

 

დიმიტრი მედვედევის თქმით, მის შვილს აქვს ერთი ანგარიში VKontakte ქსელში, რომელსაც იყენებს მეგობრებთან კომუნიკაციისთვის. მისივე თქმით, უმცროს მედვედევს „ინსტაგრამი“ არ აქვს.

ილია MGIMO-ში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და შემდეგ იქვე  უცხო ენების შესწავლა განაგრძო - ინგლისური, ფრანგული და იტალიური. 2016 წლის ზაფხულის დასაწყისში ილიამ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის საბაკალავრო გამოცდები ჩააბარა. რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევმა გამოცდებზე უმაღლესი ქულა მიიღო. უნივერსიტეტში ახალგაზრდას რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. 

MGIMO-ში სწავლისას ილიამ სტაჟირება გაიარა რუსულ იურიდიულ ფირმაში, მაგრამ გეგმავდა შეექმნა საკუთარი პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში. 2017 წელს მედვედევმა სწავლა MGIMO-ში დაასრულა.

უმცროსი მედვედევის თქმით, მამასთან ურთიერთობა დღეში მაქსიმუმ 15 წუთი გრძელდება. გამონაკლისი მხოლოდ საახალწლო არდადეგებია. 9 მაისსაც კი მამაჩემთან საუბარი სკაიპის ვიდეოზარით შემოიფარგლება.

მოსწონს Linkin Park- ის , The Beatles-ის , Spleen- ის და Time Machine- ის მოსმენა. უყვარს ანიმე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ილია მედვედევი აშშ-ს მოქალაქეა.  მამის ფულით ამერიკაში გახსნა ბენზინგასამართი სადგურებისა და კაფეების ქსელი, გახდა ბიზნესმენი. 

ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ამერიკით, სტუდენტობის წლებში გაემგზავრა შეერთებულ შტატებში და როგორც თავად ამბობდა, სურდა თავისი მომავალი და კარიერა დაეკავშირებინა მასაჩუსეტსის შტატთან.