მედვედევმა უკრაინასთან „სრულფასოვანი ომის“ მიზეზი დაასახელა

მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმის საფრთხე უკრაინასთან „სრულფასოვანი ომის“ მიზეზია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

პოლიტიკოსი თვლის, რომ უკრაინის ფარგლებში ყირიმის ავტონომიის იდეა არის „პირდაპირი უხეშობა რუსეთის მიმართ, საფრთხე მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის და სრულფასოვანი ომის დაწყების საბაბი“. ამიტომ მოსკოვი არასოდეს განიხილავს ყირიმის ბედს.

„რუსეთს არ ჰყავს და არც არასდროს ეყოლება პოლიტიკური ძალა, რომელიც ყირიმის ბედზეც კი დათანხმდება განხილვას. ეს მხოლოდ ეროვნული ღალატი იქნება", - წერს მედვედევი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ყირიმის რუსული ოკუპაციისგან სამხედრო გზით დაბრუნების მცდელობა  გამოიწვევს ასობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცის დახოცვას.