განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადებულ პატრონებთან კონტაქტის გამო ძაღლის „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ძაღლებს ვირუსის შემდგომი გავრცელება შეუძლიათ. ამასთან, სპეციალისტები ინფიცირებულებს ცხოველებისგან იზოლაციის აუცილებლობის შესახებ აფრთხილებენ.
ინფიცირებული ძაღლი გრეიჰაუნდის ჯიშისაა. ის პარიზში, ორ გეი კაცთან ერთად ცხოვრობს. გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ცხოველის ორგანიზმში არსებული ვირუსი, იმ ვირუსის იდენტურია, რომლითაც მისი პატრონები იყვნენ დაავადებულები.
კაცების თქმით, ძაღლს მათ საწოლში სძინავს. ცხოველს სიმპტომები პატრონების ინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.