„სულ ამბობდა, მე რომ მოვკვდები, მიტირებ?...“ - თაკო მთიულიშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს
1779308432
მადრიდში ერთ-ერთი ბარის აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა,
როგორც გამოცემა „ელ პაისი“ წერს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ბარი და დაწესებულების ზემოთ საცხოვრებელი ბინები, ასევე გვერდით მდებარე კიდევ ერთი ბარი.
შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა.