ლედი გაგამ კონცერტი მოულოდნელად შეწყვიტა - რა გახდა მიზეზი

ლედია გაგა

ამერიკელი ვარსკვლავი ლედი გაგა იძულებული გახდა, მაიამიში მიმდინარე კონცერტი შეეწყვიტა. მიზეზი ქარიშხალი, ელვა და ჭექა-ქუხილი გახდა. 

მომღერალს მხოლოდ ექვსი სიმღერის შესრულება ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, უამინდობის გამო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, მომღერალმა ვიდეო გაავრცელა და გულშემატკივრებისთვის ბოდიში მოუხადა.

„არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, აუდიტორიაში მყოფ რომელიმე ადამიანს ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრს რამე რომ მოსვლოდა“, - ამბობს ლედი გაგა.

კონცერტს 60 000 ადამიანი ესწრებოდა.