ვის ელოდება კონფლიქტები და ფინანსური დანაკარგები... – კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
1794861568
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტ ანდრეი კონდრაშოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში - როდესაც ის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა - საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.
ლავროვის თქმით, სტუბი მოსკოვში საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროს ჩავიდა, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მშვიდობისმყოფელი, სიტუაციის შესაფასებლად.
„სტუბთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. საქართველოში ხუთდღიანი ომის დროს მან მოსკოვში შემოიარა, შემდეგ კი, როგორც ნეიტრალური ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მშვიდობისმყოფელი, საქართველოში გაემგზავრა, რათა სიტუაცია შეესწავლა ვითარების განსამუხტად. უკანა გზაზე მოსკოვში ჩამოვიდა და მოლაპარაკებების დაწყებამდე ყავას ვსვამდით. მან საკმაოდ უცენზურო სიტყვებით შეამკო მიხეილ სააკაშვილი. როგორც თქვა: „სააკაშვილს ვესაუბრე და ის [უცენზურო სიტყვა] ლუნატიკია“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, იმ დროს „ყველას კარგად ესმოდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და ვინ გასცა ბრძანება“. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „ალექსანდერ სტუბი ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმისა, რომ ევროკავშირს ამ მოვლენების გამოძიება დაეწყო, რომელსაც შვეიცარიის მოქალაქე ხელმძღვანელობდა და რომელმაც აღიარა, რომ კონფლიქტი სააკაშვილმა დაიწყო“.