კონსერვატიული პარტიის დიდი ნაწილი ლიზ ტრასის გადაყენებას და მისი ბორის ჯონსონით ჩანაცვლებას ითხოვს

ბორის ჯონსონი

ზუსტად 6 კვირის თავზე, კონსერვატიული პარტიის დიდი ნაწილი ლიზ ტრასის გადაყენებას და მისი ბორის ჯონსონით ჩანაცვლებას ითხოვს - ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

გამოცემის მიხედვით, კონსერვატორული პარტიის წარმომადგენლებისთვის გამოკითხვა ჩატარდა, საიდანაც ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 55 პროცენტი, ახლა რომ არჩევნები იყოს, მხარს ტრასის მაშინდელ კონკურენტს რიში სუნაკს დაუჭერდა. გამოკითხვის მიხედვით, ლიზ ტრასს მხარს მხოლოდ 25 პროცენტი უჭერს.

დღესვე გავრცელდა ლიზ ტრასის ბოდიში საზოგადოების მიმართ, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბოდიშს იხდის ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომისთვის, რამაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის გამო გადადგომას არ აპირებს.