ერთმა ბოსტნეულმა მთელი ევროპული ერი კინაღამ მოკლა - Forbes
1762534311
ოღონდ ამჯერად აღარც თავსატეხებია პრობლემა და აღარც ქურდები… მოხუცებზე ზრუნვის, მსოფლიოში წამყვან, პროვაიდერ Home Instead-ის ახალ სადღესასწაულო რეკლამაში Home But Not Alone მაკოლეი კალკინი ნაცნობ ტერიტორიაზე ბრუნდება, როგორც ზრდასრული პიროვნება, რომელიც მარტომცხოვრები დედის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მოხუცი მარლის შვილიშვილიც მოულოდნელად ჩნდება და ერთად სახალისო, თუმცა დამაფიქრებელი საუბრის მომსწრეს გვხდიან.
„დღესასწაულებზე ფიქრისას პირველი ოჯახებთან ერთად დროის გატარება და კლასიკური ფილმების ყურება წარმოგვიდგენია, თუნდაც ეს „მარტო სახლში“ იყოს. ამ პერიოდმა, შესაძლოა, გამოავლინოს, თუ როდის სჭირდებათ საყვარელ ადამიანებს დამატებითი მხარდაჭერა სახლში დამოუკიდებელი ცხოვრების გასაგრძელებლად. მათ მოვლასთან დაკავშირებით საუბრების დაწყება კი შეიძლება რთული იყოს როგორც ასაკოვანი მშობლებისთვის, ისე ზრდასრული შვილებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რათა კავშირი და ურთიერთპატივისცემა ვუზრუნველყოთ“, — განმარტავს კიმ ატკინსონი, Home Instead-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
და სწორედ ამის სათქმელად დააბრუნეს კევინიც: