დებატებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ჩვენი მხრიდან მისი მნიშვნელობისთვის ხაზგასმაა - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალი დებატები, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერში დაბრუნდა - პირველი საჯარო დებატი "რუსთავი 2-ის" ეთერში უკვე შედგა, შემდეგი გადაცემა კი ფასებს დაეთმობა. დებატებში პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების კითხვებს უპასუხებენ. ჩვენი არხის კარი ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანისთვის ღიაა. ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე ,"რუსთავი 2" დებატებს გამართავს.

“პრემიერ-მინისტრის ახლა ამ დონეზე მონაწილეობა სწორედ ამ დებატებისთვის, ამ ფორმატისთვის, ამ ინიციატივისთვის, მისი მნიშვნელობისთვის ხაზგასმაა ჩვენი მხრიდან და იმისა, რა ყურადღებას და პატივისცემას გამოვხატავთ ამით ზოგადად მოსახლეობისადმი. და მეორე, რა თქმა უნდა, ის თემატიკა, რაც არის ფასებთან დაკავშირებით, ეს მიმდინარე თემა, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებას აწუხებს და იცის საზოგადოებამ, რომ სამთავრობო და საპარლამენტო ფორმატში მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ, საჯაროდაც, დებატების ფორმატშიც იქნება შესაძლებლობა, რომ ეს თემა ამოვწუროთ. რა კითხვებიც შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში საზოგადოების მხრიდან, დაისმება, და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა სათანადოდ და ამომწურავად“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.