იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალი დებატები, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში დაბრუნდა - პირველი საჯარო დებატი "რუსთავი 2-ის" ეთერში უკვე შედგა, შემდეგი გადაცემა კი ფასებს დაეთმობა. დებატებში პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების კითხვებს უპასუხებენ. ჩვენი არხის კარი ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანისთვის ღიაა. ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, "რუსთავი 2" დებატებს გამართავს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ დებატების გაძლიერება მნიშვნელოვანია საზოგადოების კითხვებზე პასუხის გასაცემად.
"მნიშვნელოვანია ასეთი დებატების გაძლიერება იმიტომ, რომ არსებობს საზოგადოებაში კითხვები, რაზეც, მაგალითად, შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პასუხის მოსმენა და ამ ტელესივრცეებიდან - იმიტომ, რომ კომენტარი შეზღუდულია, ან გადაცემა სხვა მიმართულებით მიდის, ვერ ხერხდება ხოლმე ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი მიდგომა“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.