კანიბალების „კარტელი“ - ხორხე ნეგრომონტესა და მისი ორი ცოლის ისტორია, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო

 კანიბალების „კარტელი“

ამ სამეულის სისასტიკემ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო: ხორხე ნეგრომონტემ და მისმა ორმა "ცოლმა" არა მხოლოდ ქალიშვილის თვალწინ მოკლეს ქალი, არამედ, გოგონას დედის ხორციც აჭამეს.

სასიყვარულო სამკუთხედი

ხორხე ბელტრაო ნეგრომონტე და სილვეირა დაიბადა 1962 წელს პორტუგალიელი ემიგრანტების ოჯახში, მაგრამ როდესაც ბიჭი 16 წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა პერნამბუკოში, აღმოსავლეთ ბრაზილიაში.

ხორხემ პირველი მკვლელობა 17 წლის ასაკში ჩაიდინა, მაგრამ ბიჭი გაამართლეს - ძალიან ცოტა მტკიცებულება იყო მისი დანაშაულის შესახებ. გათავისუფლებისთანავე ხორხემ სცადა მოხუცი დედის დახრჩობა, მაგრამ ქალი  გადარჩა. ქალაქიდან გამოქცეული ნეგრომონტეს ნაძარცვი იყო 80 ათასი რეალი.

იზაბელ კრისტინა პირესი, რომელსაც ყველა ბელს ეძახდა, ხორხეს ასაკის იყო: ისინი შეხვდნენ ეკლესიაში და გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი ერთი ნახვით შეუყვარდა. 1984 წელს შედგა ქორწილი, რომელზედაც ნეგრომონტემ თავი გამოიჩინა: გაბრაზებულმა დაიწყო დანის ქნევა და ყველა სტუმრის მოკვლას დაჰპირდა. ხორხე ოთახში გამოკეტეს, ხოლო ბელი, რომელიც თაყვანს სცემდა ქმარს, მასთან ერთად ნებაყოფლობით გამოიკეტა.
ხორხემ მალევე სპორტდარბაზში ბრუნა კრისტინა ოლივეირა გაიცნო და მალე 16 წლის გოგონა მისი საყვარელი გახდა. ბელი, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო, გაბრაზდა, მაგრამ მისი ქმარი არ აპირებდა ახალგაზრდა გოგონას მიტოვებას. მან ცოლს ულტიმატუმი წაუყენა: ან სამივე ერთად იცხოვრებდნენ, ან იზაბელი „ჯოჯოხეთში წავიდოდა“. ქალმა აირჩია პირველი.


წყვილმა მალევე გამოაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ ოჯახი, არამედ იყვნენ „კარტელი“, რომელიც შექმნილია მსოფლიოს „გაწმენდისთვის“ და დედამიწის გადაჭარბებული პოპულაციისგან დასაცავად. ნეგრომონტემ ძალიან უცნაური მეთოდი აირჩია: „კარტელის“ წევრებს უნდა... ეჭამათ ხალხი. რა თქმა უნდა, არა ყველა, არამედ მხოლოდ "ცუდები" - საზოგადოებისთვის უსარგებლო. როგორც კი ტრიო საკმარის მსხვერპლს მოიხმარდა, ხორხე დაჰპირდა, რომ გაიხსნებოდა „სამოთხის პორტალი“ და მათ შეეძლოთ ასვლა „არსებობის შემდეგ დონეზე“.

2008 წელი: პირველი მკვლელობა
კარტელის პირველი მსხვერპლი იყო 17 წლის ჯესიკა კამილა და სილვა პერეირა, უსახლკარო მარტოხელა დედა, რომელიც ქუჩაში აღმოჩნდა ერთი წლის ქალიშვილთან ერთად. იზაბელი გოგონას დახმარებას დაჰპირდა და ჯესიკა სიხარულით დათანხმდა.

ის მაშინვე მოკლეს: ქრისტინამ საუბრით შეიყოლია, ხორხემ თავში დაარტყა, აბანოში მიათრია და ვენა გადაუჭრა.  ნაწილი მაშინვე მოხარშეს და შეჭამეს, რამდენიმე ნაწილი პერეირას ქალიშვილს აჩუქეს, ნაწილი მაცივარში შეინახეს, დანარჩენი კი ეზოში დამარხეს. ბავშვი კი თან წამოიყვანეს.

2012 წელი: მეორე და მესამე მკვლელობები

არავინ ეძებდა ჯესიკას, მაგრამ ტრიო, სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც განაახლა თავისი საქმიანობა „მსოფლიოს გასაწმენდად“.

2012 წლის თებერვალში კანიბალებმა მოკლეს 31 წლის ჟიზელ ელენა და სილვა, ხოლო მარტში - 20 წლის ალექსანდრა და სილვა ფალკაო. ისინი არა მხოლოდ თავად ჭამდნენ ქალების ხორცს, არამედ იყენებდნენ ღვეზელების შიგთავსად, რომელსაც ყიდდნენ მეზობლებზე.
ალექსანდრას არავინ ეძებდა, ისევე როგორც ჯესიკას, მაგრამ ჟიზელის ნათესავები პოლიციაში წავიდნენ. დაიწყო გამოძიება და ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა პირველი მინიშნება - ვიღაცამ გამოიყენა გოგონას ბარათი მაღაზიაში.  ხორხეს, ბელის და კრისტინას იდენტიფიცირება მოხდა და ისინი 2012 წლის აპრილში დააკავეს.

ჯესიკას ქალიშვილი იმ დროს ხუთი წლის იყო. ბავშვმა მაშინვე უთხრა პოლიციას, რომ "პაპა ხორხემ" ორი ქალი მოკლა, რათა "სამყარო უკეთესი ყოფილიყო" - რის შემდეგაც კანიბალებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული.

სასამართლო და განაჩენი


სამი მკვლელობისთვის ნეგრომტეს მიესაჯა 71 წელი, იზაბელს 71 წელი და 10 თვე, ხოლო კრისტინას 68 წელი. ქალები ჯერ კიდევ ციხეში არიან, მაგრამ „კარტელის“ ლიდერი ძალიან მალე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა - მას შიზოფრენია ჰქონდა.

საავადმყოფოში ხორხემ დაწერა წიგნი სახელწოდებით "შიზოფრენიკის გამოცხადებები", სადაც ისაუბრა მის ცხოვრებაზე, შემდეგ კი კიდევ სამ რომანზე. ნეგრომონტე ირწმუნება, რომ მან "საშინელი შეცდომა დაუშვა" - ის ჟურნალისტებს ეუბნება, რომ აღარ ჭამს არაფერს, გარდა ბოსტნეულისა, ხილისა, კვერცხისა და რძის პროდუქტებისა.

ასევე ნახეთ:

ფრანგი ფეხბურთელი ხიდიდან გადახტომას აპირებდა, ფსიქოლოგმა მისი შეჩერება შეძლო