„იქროლებს ძლიერი ქარი...“ - ამინდის განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
1762269213
                                                                ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარემ რუსტამ ტაპაევმა მხარი დაუჭირა უკრაინის ქალაქის მარიუპოლის სახელის გადარქმევის ინიციატივას ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის პატივსაცემად. მან აღნიშნა, რომ „რესპუბლიკაში ყველა კმაყოფილი იქნება, თუ ქალაქს სახელი შეეცვლება“.
ტაპაევის თქმით, ასეთი ინიციატივა თავად მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა წამოაყენონ, რომლებიც კადიროვის „მადლიერნი“ არიან იმისთვის, რომ ჩეჩნეთის სამხედრო პერსონალმა „ქალაქი გაათავისუფლა“.
მანამდე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩეჩენი სამხედრო მარიუპოლის ქუჩებში მოძრაობს და ქალაქისთვის სახელის გადარქმევის იდეით გამოდის. ვიდეოში ის ამბობს, რომ ქალაქს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის პატივსაცემად, „ახმატი“ უნდა დაერქვას.