ჯარიმა 300 ლარამდეა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1770389356
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 თებერვალს სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ვენსი სომხეთში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა სამშვიდობო ძალისხმევის გასაგრძელებლად და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის წინსვლის მიზნით.
ტრამპმა ასევე გამოთქვა განზრახვა სომხეთთან „მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმების“ დადების შესახებ.