1747165804
ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში, ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემის The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
რუსული „ეფესბეს“ განცხადებით, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯაშუშობას ითვალისწინებს.
რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ გერშკოვიჩი საიდუმლო ინფორმაციას აშშ-ის სასარგებლოდ აგროვებდა.
გერშკოვიჩი ეკატერინბურგში მოსახლეობის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ სტატიის დასაწერად და „ვაგნერის ჯგუფში“ ადგილობრივი მცხოვრებლების რეკრუტირების შესახებ მასალის მოსამზადებლად წავიდა.