ისრაელში განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ღაზაზე იერიში მიიტანეს

იჯკ

ღაზის სექტორში 10 ოქტომბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სამხრეთით, რაფაჰზე იერიში მიიტანეს. გავრცელებული ცნობით, განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასცა, მოტივად კი „ჰამასის“ მიერ ცაჰალის პოზიციებზე იერიში და სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დაასახელა, რის შედეგადაც 2 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ანალოგიურ ბრალდებას ისრაელს ღაზის მმართველობაც უყენებს და აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად 6 პალესტინელი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ღაზაში ამ დროისთვის აღდგენილია.