„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
„ვიქტორია სეკრეტის“ ახალი შოუ კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება პოდიუმზე ადრიანა ლიმას გამოჩენას მოჰყვა.
44 წლის სუპერმოდელი ჩვენებაზე ორჯერ ვიხილეთ - პირველად მან ცეცხლის ინსპირაციით შექმნილი ფრთები და მბზინავი, გამჭვირვალე სამოსი მოირგო. მეორედ კი საზოგადოებას ვერცხლისფერ ფრთებსა და შავი ფერის ქალის თეთრეულში მოევლინა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ სუპერმოდელმა დრო გააჩერა და მისთვის ასაკი დიდი ხანია მხოლოდ ციფრებადაა ქცეული.
როგორ ახერხებს ის იდეალური ფორმების შენარჩუნებას და რა არის ადრიანა ლიმას სილამაზის საიდუმლო - ეს ის კითხვებია, რომელსაც საზოგადოება ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად სვამს.
ამ თემაზე ვრცლად სუპერმოდელმა გამოცემა „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ლიმამ გაამხილა ის, თუ როგორ ემზადებოდა ის „ვიქტორია სეკრეტის“ შოუსთვის.
ადრიანა ლიმას თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რაც მისთვის სპორტდარბაზი ნამდვილ სახლად იქცა. გასულ წელს მან სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ აკეთებს ის სხვადასხვა სახის ვარჯიშს. როგორც სუპერმოდელი ამბობს, ის უპირატესობას ანიჭებს ისეთ კარდიო ვარჯიშებს, როგორებიცაა: ფეხით სიარული საშუალო ტემპში დაახლოებით 5 კმ. საათში, ველოსიპედი, თოკის საშუალებით ვარჯიში და ა.შ. ტრენერების თქმით, კარდიო ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამების მომატებას და სხეულს იდეალურ ფორმაში ამყოფებს. ასევე, ლიმას თქმით, ის დაკავებული იყო პილატესითა და კრივით.
სპორტდარბაზში გატარებული საათების პარალელურად, ადრიანა ლიმას საკმაოდ მკაცრი კვების რაციონი აქვს. როგორც ვიქტორია სეკრეტის ანგელოზმა განაცხადა, ის დილას შვრიის ფაფით, ავოკადოს ტოსტითა და პროტეინის შეიკით იწყებს. მის მოსამზადებლად ლიმა ისპანახს, ბანანსა და ნუშის რძეს იყენებს. ლანჩზე სუპერმოდელი გრილზე შემწვარ ქათამსა და ბოსტნეულის სალათს მიირთმევს, ხოლო ვახშამზე ორაგულს ან ტუნას. ასევე, ლიმა არც მცირე რაოდენობით შოკოლადის მირთმევაზე ამბობს უარს. მოდელის თქმით, ხილისა და ტკბილეულის მიღება მას ენერგიას აძლევს და უფრო პროდუქტიულს ხდის.
სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო მედია აქტიურად წერდა, რომ ლიმამ ცხიმის მოშორების პროცედურას, სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევასა და პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა. თუმცა, ეს ინფორმაცია 2023 წელს ლიმამ საჯაროდ უარყო და სოციალურ ქსელში ფილტრისა და მაკიაჟის გარეშე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი პოდიუმზე გამოსვლას არც ორსულობის პერიოდში ერიდებოდა. ის თამამ სამოსსაც ირგებდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ „ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ მომატებული კილოგრამების არცერთ ქალს არ უნდა შერცხვენოდა“. ლიმას ამ ნაბიჯმა მაშინ უამრავ ადამიანს მოტივაცია შემატა და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა.
სუპერმოდელი გაჩერებას არც ახლა აპირებს, როგორც ლიმა ამბობს, უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სტერეოტიპს დაამსხვრევს და დაამტკიცებს, რომ ქალები ამქვეყნად ყველაზე ძლიერი და ლამაზი არსებები არიან.