ირანმა პირველად დასაჯა სიკვდილით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილე

სიკვდილით დასჯილი ბიჭი

მოჰსენ შეკარი დღეს, 8 დეკემბერს ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ირანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ღმერთის წინააღმდეგ მტრობაში".

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

ორგანიზაციების მონაცემებით, პროტესტის დროს მოკლეს, სულ მცირე, 475 ადამიანი, 18 240-ზე მეტი კი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 61 სამართალდამცავი.ირანის სასამართლო სისტემა აცხადებს, რომ პროტესტთან დაკავშირებულ 11 პირს სიკვდილი აქვს მისჯილი.