ირანში საპროტესტო ტალღა გრძელდება

ირანი

საპროტესტო ტალღა გრძელდება ირანში. ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაშჰადში, აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და ინფრასტრუქტურას ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს.

ირანში სამდღიანი საქვეყნო გაფიცვის ფარგლებში, კომერციული დაწესებულებები დაიკეტა. დემონსტრანტები მკაცრი რელიგიური კანონების გაუქმებას ითხოვენ. მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბერში, ირანის მორალის პოლიციის მიერ, ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.