ირანის პარლამენტის სპიკერი: სინდისის კარნახით თუ ცხოვრების გაძვირების გამო ამერიკელებმა ომს „არა“ უთხრეს და ჩვენც ამ გზავნილს მხარს ვუჭერთ

ირანის პარლამენტის სპიკერი

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ის შუალედურ შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკელებმა ომს „არა“ უთხრეს.

„სინდისის კარნახით თუ ცხოვრების გაძვირების გამო ამერიკელებმა ომს „არა“ უთხრეს და ჩვენც ამ გზავნილს მხარს ვუჭერთ. თუ აშშ-ის მთავრობა საკუთარ ხალხს უღალატებს და საერთაშორისო მფარველებისა და შანტაჟისტების ინტერესებს მოემსახურება, ის მწარედ შეიგრძნობს, რომ ჩვენს „არა“-ს კოშმარიც მოჰყვება“, – წერს ღალიბაფი.

ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები მოიპოვებენ.

✕