ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებზე: ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი

ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კონგრესის შუალედურ არჩევნებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელმა ხალხმა ომს უარი უთხრა.

„სინდისის გამო თუ ცხოვრების გაძვირების გამო, ამერიკელებმა თქვეს: არა ომს! და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გზავნილს“, - წერს ღალიბაფი.

ირანელი პოლიტიკოსი აშშ-ის ხელისუფლებას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ხალხის ნების უგულებელყოფას მძიმე შედეგები მოჰყვება: „თუ აშშ-ის მთავრობა უღალატებს საკუთარი საზოგადოების ნებას, რათა ემსახუროს საერთაშორისო დამფინანსებლებსა და შანტაჟისტებს, ის შეიტყობს, რომ ჩვენს „არა“-ს კოშმარი მოჰყვება“.

✕